ფეხბურთი

18:04 | 25.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯექსონ მარტინესს “არსენალი”, “ჩელსი” და სერია A იზიდავს

“პორტუს” ლიდერი ჯექსონ მარტინესი აცხადებს, რომ ბავშვობაში მას ლონდონური კლუბები, “არსენალი” და “ჩელსი”, ასევე იტალიური ფეხბურთი იზიდავდა.

“სად ვამჯობინებდი თამაშს? ბავშვობაში “ჩელსისა” და “არსენალს” ვგულშემატკივრობდი.

დღეს, საუკეთესო ჩემპიონატები ლა ლიგა, პრემიერლიგა და ბუნდესლიგაა. თუმცა, მე სერია A მომწონს. მართალია, ეს ტურნირი ამ ეტაპზე ისეთი ძლიერი აღარაა, მაგრამ მე მაინც მიზიდავს. იტალიაში ჩემი ბევრი მეგობარი თამაშობს.” – ციტირებს მარტინესის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.

ჯექსონ მარტინესი “პორტუში” 2012 წლიდან თამაშობს. პორტუგალიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 64 მატჩში მან 49 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში, 27 წლის კოლუმბიელმა 21-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 15-ჯერ აიღო.

0.115823