“მანჩესტერ სიტის” ბოსნიელი შემტევი ედინ ჯეკო აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან, ის გერმანიის ბუნდესლიგაში კვლავ ითამაშებს.
ინგლისურ გუნდში, ჯეკოს იმდენი სათამაშო დრო არ ეძლევა, რომ მას კმაყოფილების საბაბი ჰქონდეს. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ჯეკომ, მოედანზე საერთო დროის 49% დაჰყო, მაგრამ 12 გატანილი გოლით, ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯეკოს შეძენა გერმანულ “დორტმუნდს” სურს, რომელიც რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს ეძებს.
“ბუნდესლიგა მომწონს და ამ ჩემპიონატს აუცილებლად დავუბრუნდები, მაგრამ ვერ გეტყვით როდის. “სიტისთან” კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს. რა მოხდება ამის შემდეგ, არ ვიცი.” – ციტირებს ჯეკოს სიტყვებს Kicker-ი.