კალათბურთი

14:01 | 8.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯეფერსონი და ნოვიცკი საუკეთესოებად აღიარეს

“შარლოტ ბობქეთსის” ცენტრი ელ ჯეფერსონი და “დალას მავერიქსის” ფორვარდი დირკ ნოვიცკი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გასული კვირის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

ჯეფერსონის “ბობქეთსმა” კვირის ოთხივე მატჩი მოიგო და ლიგის პლეი-ოფში საკუთარ ისტორიაში მეორედ გავიდა. ელის საშუალო მონაგარი 24.3 ქულა, 13.0 მოხსნა და 1.25 დაფარება გახლდათ.

ნოვიცკის დახმარებით, “მავერიქსმა” ოთხიდან სამ შეხვედრაში იმარჯვა, გერმანელი კალათბურთელი კი საშუალოდ 25.3 ქულას და 8.0 მოხსნას აგროვებდა.

კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას პოლ მილსაპი და ჯეფ ტიგი (ორივე – “ატლანტა”), ჯო ჯონსონი (“ბრუკლინი”), ჟოაკიმ ნოა (“ჩიკაგო”), კლეი ტომპსონი (“გოლდენ სტეიტი”), ომერ აშიკი და ჯეიმს ჰარდენი (“ჰიუსტონი”), ლებრონ ჯეიმსი (“მაიამი”) , ჯეი არ სმიტი (“ნიუ იორკი”), ჯერალდ გრინი (“ფინიქსი”), დემარკუს კაზინსი (“საკრამენტო”), კავაი ლენარდი (“სან ანტონიო”) და დემარ დეროზანი (“ტორონტო”) აცხადებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103256