რუსეთის პრემიერლიგაში ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგასთან” ჩატარებული მატჩის მერე, “როსტოვის” ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში “სპორტ-ექსპრესის” შემდეგ, კიდევ ერთმა პოპულარულმა რუსულმა ინტერნეტგამოცემა championat.com-მა შეიყვანა.
“გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა – ასეთი ჯანოს მონდომების შედეგი “ვოლგასთან” მატჩში. ის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ალბათ, თავის არცთუ ხანგრძლივ კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა”, – ასე შეაფას championat.com-მა ანანიძის თამაში.