თბილისის “დინამოს” ახალწვეულმა გიორგი ჯანელიძემ საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.
“მიხარია, რომ “დინამოს” ფეხბურთელი გავხდი. რაც შეეხება მიზნებს, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდს წარმატება მოვუტანო. მწვრთნელთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, მანამდეც ვიცნობდი და ვიცი, რომ მისი სურვილიც იყო ჩემი “დინამოში” გადასვლა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მისი იმედები გავამართლო. ბაზას რაც შეეხება, ყველაფერია, საქართველოში საუკეთესო პირობებია. ყველაფერია იმისთვის, რომ მარტო ფეხბურთზე იფიქრო, თამაშს მოუმატო და გუნდს სიკეთე მოუტანო” – აღნიშნა ჯანელიძემ.
24 წლის შემტევი ნახევარმცველი “დინამოში” გადასვლამდე თბილისის “ვიტ ჯორჯიას” კაპიტანი იყო.
fcdinamo.ge
ფოტო fcdinamo.ge