იტალიის ეროვნული ნაკრების შემტევი ემანუელე ჯაკერინი კარიერას “სანდერლენდში” განაგრძობს. ინგლისურმა კლუბმა “იუვენტუსის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის ტრანფერი დაადასტურა.
ცნობილი გახდა, რომ ტურინული კლუბი 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 7.5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ჯაკერინი “სანდერლენდთან” 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ემანუელე ჯაკერინი “იუვენტუსში” 2011-13 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში, მან ტურინელთა მაისურით 52-ჯერ ითამაშა და 6 გოლი გაიტანა.