ფეხბურთი

17:06 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯაფარიძე სინჯებზე მოლდოვაში წავა

რუსთავის “მეტალურგის” განაპირა მცველი ლაშა ჯაფარიძე სინჯებს მოლდოვის “ტირასპოლში” გაივლის. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ აცნობა.

მიმდინარე სეზონში, 28 წლის მცველმა, რომელსაც თამაში როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფლანგზე შეუძლია, “მეტალურგში” 11 თამაში ჩაატარა. რაც შეეხება “ტირასპოლს”, ამ გუნდს ნაციონალური დივიზიის (უმაღლესი ლიგა) საშემოდგომო ეტაპის შემდეგ, მოლდოვის 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილი უკავია.

იმ შემთხვევაში თუ ჯაფარიძე “ტირასპოლში” ვერ დარჩა, ის კარიერას კვლავ რუსთავულ კლუბში გააგრძელებს.


0.114513