ფეხბურთი

12:25 | 24.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა დვალი: “ძალიან მსურს სეზონი ჯილდოთი დავასრულო”

 

ჯაბა დვალმა, რომელიც თბილისის “დინამომ” მიმდინარე სეზონის ბოლომდე აზერბაიჯანულ აგდამის “ყარაბაღში” გაანათხოვრა, azerisport.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალ გუნდთან ერთად ჯილდოს მოგება სურს.

- “ყარაბაღში” თქვენი გადასვლა როგორ მოხდა?

- ყველაფერი სწრაფად მოხდა. ვიცოდი, რომ “ყარაბაღი” ჩემით დაინტერესებული იყო და მოვილაპარაკეთ. ჩვენ ქვეყნები ერთმანეთის მეზობლადაა და ამიტომ, განსაკუთრებულად ბევრი ინფორმაციის მოძიება არ მომიწია. ამასთანავე, “ყარაბაღს” ისედაც ვიცნობდი. ძალიან მსურს სეზონი ჯილდოთი დავასრულო.  

- “ყარაბაღის” თაობაზე ინფორმაცია ვინ მოგაწოდათ?

- ფორვარდ ნიკოლოზ გელაშვილთან ვმეგობრობ. აგდამელთა შემადგენლობაში მის თამაშს თვალს ვადევნებდი, როგორც აზერბაიჯანის ჩემპიონატზე, ასევე, ევროპის ლიგაში. ვიცი, რომ ეს ამბიციური კლუბია, რომელიც პრემიერლიგაში ლიდერობს.  

- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ გელაშვილს ადაპტაციისთვის ძალიან ბევრი დრო დასჭირდა?

- გელაშვილს კარგად ვიცნობ და ვფიქრობ, რომ ის “ყარაბაღს” სარგებლობას კიდევ მოუტანს. ადაპტაცია ნებისმიერ ფეხბურთელს სჭირდება. ცოტაა ფეხბურთელი, რომელიც მაშინვე ათამაშდება.

- ელოდებით, რომ მასთან ერთად წყვილში ითამაშებთ?

- ყველაფერს მწვრთნელი გადაწყვეტს. ნიკას დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ იმას გავაკეთებ, რასაც მწვრთნელი იტყვის. მინდა გუნდს სარგებლობა მოვუტანე.

- “ნეფთჩის” წინააღმდეგ ჩატარებული მატჩები გახსოვთ?

- დიახ. “ნეფთჩისთან” ჩემპიონთა ლიგაში დავმარცხდით, როდესაც “ზესტაფონში” ვთამაშობდი. ორივე მატჩში ვითამაშე და საქართველოში ჩატარებულ შეხვედრაში გოლი გავიტანე. მაშინ, “ნეფთჩის” ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა. სტუმრად წაგების მიუხედავად, სახლში თამაში კარგად დავიწყეთ და ორი ბურთი გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ გოლები მაინც გავუშვით. ახლა არ ვიცი “ნეფთჩი” როგორ მდგომარეობაშია. 

- “ნეფთჩი” ჩემპიონობისთვის “ყარაბაღთან” ერთად იბრძვის.

- ე.ი. გოლის გატანას კიდევ უნდა შევეცადო. თუმცა, ეს მხოლოდ “ნეფთჩის” არ ეხება. ნებისმიერ მეტოქეს პატივისცემით ვეპყრობი. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩემპიონატში პირველი ადგილი დავაკავოთ და ეს ნიშნავს, რომ ყველა უნდა დავამარცხოთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11469