ფეხბურთი

17:11 | 25.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა დვალი: “დინამოს” შესწევს ძალა, რომ მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს”

საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს”კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან, თავდამსხმელმა ჯაბა დვალმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე, “დინამოს” შანსებზე, “შახტართან” გამართულ ამხანაგურ მატჩზე და ავსტრიულ შეკრებაზე ისაუბრა.

დვალის აზრით, კენჭისყრამ “დინამოს” სასურველი მეტოქე არგუნა:

“რასაც ვისურვებდით ყველაფერი ისე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონები მონაწილეობენ, ჩემი აზრით, წილისყრამ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი გვარგუნა. ვფიქრობ, პირველ ეტაპს ფარერების გუნდი გადალახავს და თამაშიც მასთან მოგვიწევს. ცუდია, რომ მეორე მეორე მატჩი გასვლაზე გვიწევს. იმედია, მოვიგებთ და შორი გზიდან დაბუნებულები მესამე ეტაპის შეხვედრას მალე ჩავატარებთ”.

ფორვარდი ფიქრობს, რომ “დინამოს” მინიმუმ ევროპის ლიგის ჯგუფში თამაში შეუძლია:

“პირველი მეტოქე აუცილებლად უნდა გავიაროთ. ჩემი აზრით, “დინამოს” შესწევს ძალა მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს. ჩემპიონების გზა, ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრასაც შედარებით აადვილებს. გამართლების შემთხვევაში, ჩვენი მიზანი მაქსიმუმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, ხოლო მინიმუმ ევროპის ლიგის ჯგუფში თამაშია”.

თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ ისეთ გუნდთან მოგება როგორიც “შახტარია, თუნდაც ამხანაგურ მატჩში სასიამოვნოა:

“მოგება სასიამოვნო იყო. შესაძლოა, ამ მატჩის შედეგს, არც “შახტარისთვის” და არც ჩვენი გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, როცა ასეთი დონის მეტოქესთან იგებ. “შახტარი” გამორჩეულია სათამაშო სტილით. სწრაფ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს”.

დვალი ფიქრობს, რომ ავსტრიულ შეკრებაზე ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის:

“ასე ვთქვათ, ეს შეკრება მთელი სეზონი უნდა გაგვყვეს. ფიზიკურად უნდა მოვემზადოთ. ყველაფერს აქ უნდა ჩავუყაროთ საფუძველი. ყველაფერი ისე მიდის როგორც დაგეგმილი იყო. ასეთ ძლიერ გუნდებთან თამაშიც ძალიან სასარგებლოა”.

ფოტო fcdinamo.ge 


თეგებიჯაბა დვალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113462