ფეხბურთი

14:28 | 23.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა დვალი აგდამის “ყარაბაღში” გადავიდა

თბილისის “დინამოს” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ჯაბა დვალი კარიერას აზერბაიჯანის პრემიერლიგის ლიდერ აგდამის “ყარაბაღში” გააგრძელებს. აზერბაიჯანული ინტერნეტპორტალის azerisport.com-სი ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი თურქეთში შეკრებაზე მყოფ აგდამელებს დღეს შეუერთდება.

დვალმა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საშემოდგომო ეტაპი თბილისის “დინამოში” გაატარა, რომლის შემადგენლობაში 17 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. 2012-2013 წლების სეზონში, როდესაც “დინამოს” “ზესტაფონიდან” მიაშურა, 27 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 20-ჯერ აიღო.

ამრიგად, “ყარაბაღში” ორი ქართველი ითამაშებს. დვალს გუნდში ასევე ფორვარდი ნიკა გელაშვილი დახვდება, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და არ ვარჯიშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126512