ფეხბურთი

22:12 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო”–“სპარტაკის” მატჩიც გადაიდო

 

ცნობილია, რომ თბილისის “დინამო” და გორის “დილა” ევროპის ლიგის პლეი ოფში მონაწილეობენ. გორელები სულაც 24 აგვისტოს ბრუნდებიან ავსტრიიდან, 25-ში უკვე ქუთაისში “ტორპედოსთან” უწევდათ თამაში. ამიტომ სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, მათი მატჩი გადაიდო. პარასკევს კი ცნობილი გახდა, რომ 25-ში არც “დინამო”–ცხინვალის “სპარტაკის” თამაში გაიმართება. ორივე შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

0.111544