თბილისის “დინამომ” შინ, ბოლო დროს სასწაულად მოთამაშე “ზესტაფონს” ოთარ მარცვალაძის გოლით მოუგო და ჩემპიონობის ბედი ფაქტობრივად, გადაწყვიტა. ახლა ძნელი წარმოსადგენია დინამოელებს ვინმე დაეწიოს.
“ჩიხურამ” ზედიზედ მეხუთედ წააგო და მართლაც გაუგებარ ვითარებაშია.
ტურის ერთი მატჩი გადაიდო. “გურია”-“სიონი” 8 აპრილს გაიმართება და მიზეზი გასაგებია: ლანჩხუთური კლუბის პრეზიდენტ კობა მირზაშვილს 22 წლის ვაჟი გარდაეცვალა. სერგი მირზაშვილს 30 მარტს დაკრძალავენ. ეს ინფორმაცია “გურიას” მწვრთნელმა დავით მახარაძემ მოგვაწოდა.
მეტალურგი (რუსთავი) – ჩიხურა (საჩხერე) 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 დავით საჯაია (50), 2:0 მერაბ გიგაური (88)
დინამო (თბილისი) – ზესტაფონი 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ოთარ მარცვალძე (73)
1-6 ადგილებისთვის
1 | დინამო (თბ) | 24 | 17 | 3 | 4 | 55:17 | 54 |
2 | ზესტაფონი | 24 | 13 | 4 | 7 | 32:16 | 43 |
3 | ჩიხურა | 24 | 11 | 5 | 8 | 41:37 | 38 |
4 | სიონი | 23 | 10 | 6 | 7 | 29:24 | 36 |
5 | მეტალურგი | 24 | 10 | 6 | 8 | 28:27 | 36 |
6 | გურია | 23 | 11 | 0 | 12 | 25:32 | 33 |
7-12 ადგილებისთვის
მერანი (მარტვილი) – სპარტაკი (ცხინვალი)
30 მარტი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 15:00. უმაყურებლოდ
მსაჯები: ა.ბალსეჰლო; ზ.ფიფია, ი.მაჩიტიძე; გ.ყრუაშვილი
ამ სეზონში: 2:1, 0:1
ზუგდიდი – ტორპედო (ქუთაისი)
30 მარტი. განმუხური. ცენტრალური 15:00
მსაჯები: მ.ბეუქლიშვილი; ბ.ჭიჭინაძე, ლ.ვარამიშვილი; ხ.გაგნიძე
დისკვალიფიცირებული: დავით კირკიტაძე (ზუგდიდი)
ამ სეზონში: 0:0, 2:1
დილა (გორი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)
30 მარტი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 15:00
მსაჯები: ლ.სილაგავა; ლ.თოდრია, დ.ჩიგოგიძე; ლ.კვარაცხელია
დისკვალიფიცირებული: ირაკლი ღიბრაძე (ვიტ ჯორჯია)
ამ სეზონში: 2:0, 1:1
1 | დილა | 23 | 8 | 8 | 7 | 29:24 | 32 |
2 | ვიტ ჯორჯია | 23 | 8 | 5 | 10 | 29:31 | 29 |
3 | ტორპედო | 23 | 8 | 5 | 10 | 24:32 | 29 |
4 | სპარტაკი | 23 | 7 | 2 | 14 | 21:32 | 23 |
5 | ზუგდიდი | 23 | 6 | 5 | 12 | 14:31 | 23 |
6 | მერანი | 23 | 5 | 3 | 15 | 18:41 | 18 |
მეგოლეები:
14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)
8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
7 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)
6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;