ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი "დინამოსთვის" ცუდად დასრულდა. თბილისელებმა "სტიაუასთან", საკუთარ მოედანზე, 0:2 წააგეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, უპირატესობა ხელთ რუმინელებმა იგდეს. მიუხედავად ამისა, "დინამოს" ანგარიშის გახსნის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა - 61-ე წუთზე, ჩისკომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ამ ეპიზოდის შემდეგ, "დინამოს" თამაში აერია, რითიც "სტიაუამ" 2-ჯერ ისარგებლა. თამაშში მე-2 ტაიმში ჩართულმა იანჩუმ, 64-ე და მე-80 წუთებზე, ლორიას კარი 2-ჯერ აიღო.