მიუხედავად "სტრეიმურთან" გამართული შეხვედრის პირველი ტაიმის არცთუ კარგად ჩატარებისა, თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი მაინც დიდი ანგარიშით მოიგო.
პირველ ნახევარში 3 გოლი გავიდა და სამივე ტაიმის მიწურულს. მე-40 წუთზე უსტარიცის მიერ გატანილ გოლს სტუმრებმა 42-ე წუთზე უპასუხეს - გლიშიჩმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. რამდენიმე წამში, თავი დვალმა გამოიჩინა და "დინამომ" ტაიმი 2:1 მოიგო.
დანარჩენი 4 გოლი შეხვედრის ბოლო 20 წუთში გავიდა. 72-ე წუთზე, სტუმრები გრიგალაშვილმა დაამწუხრა. 3 წუთში, თავი ჩისკომაც გამოიჩინა, ხოლო 77-ე და 81-ე წუთებზე ვუომ დუბლი გაიფორმა.