კალათბურთი

16:30 | 26.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” პირველი გამარჯვება იზეიმა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტურის მეორე სათამაშო დღე, გათამაშების ფავორიტების, თბილისის “დინამოსა” და “სოხუმის” მატჩით დაიწყო.  სპორტის სასახლეში შეკრებილმა მაყურებელმა საინტერესო მატჩი იხილა. საბოლოოდ კი, “დინამომ” 70:63 იმარჯვა. გადამწყვეტი მე-4 პერიოდი აღმოჩნდა, რომლის მსვლელობისას, სოხუმელებმა ზედიზედ გააცუდეს ტყორცნები, რამაც “დინამოს” საშუალება მისცა მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება ეზეიმა. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, 23 ქულით, “დინამოს” მძიმე ფორვარდი ქიენ კარტერი გახდა. გამარჯვებულთაგან ორმაგი დუბლი შეასრულა სერბმა ლეგიონერმა სტევან მილოშევიჩმა, მან 12 ქულა და ამდენივე მოხსნა შეასრულა. სოხუმელთაგან ასევე ორმაგი დუბლით გამოირჩა ჯერომ საიმონსი( 13 ქულა 11 მოხსნა), ხოლო ირაკლი ჩლაიძემ მისი გუნდის აქტივს 20 ქულა შემატა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ მისი გუნდის სასტარტო მატჩში გამარჯვებით კმაყოფილება გამოხატა და დაამატა, რომ კოლექტივი ახალი შეკრულია და თანდათან კიდევ უფრო მოუმატებს. ასევე უკეთეს თამაშს დაგვპირდა დინამოელთა ახალი კაპიტანი ლაშა გამყრელიძე. “სოხუმის” დამრიგებელმა ვაჟა კვარაცხელიამ მოწინააღმდეგეს მოგება მიულოცა და მანაც თავისი გუნდის მიერ თამაშის გაუმჯობესების იმედი გამოთქვა. “სოხუმის” ამერიკელმა ლეგიონერმა ჯერომ საიმონსმა “დინამო” შეაქო. ამასთან, საქებარი სიტყვები არც თავისი გუნდის მიმართ დაიშურა და აღნიშნა, რომ “სოხუმმა” ზედიზედ ორი თამაში ძალიან ძლიერ მეტოქეებთან წააგო, მომდევნო შეხვედრებში კი  წარმატების საფუძვლიანი იმედი აქვს.

 

ქ. თბილისი დინამო 70 - 63 სოხუმი 26.10.13, 14:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
დინამო 25 11 18 16 70
სოხუმი 13 24 18 8 63
დინამო
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი გამყრელიძე * 35:48 3 5 60 0 1 0 2 2 100 0 6 6 11 4 7 2 0 8
5 იოსებ ლეჟავა 04:12 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0 0 0
6 ქიენ კარტერი * 34:22 9 15 60 1 3 33.3 2 5 40 2 2 4 0 3 2 1 0 23
7 ბესიკ ლეჟავა * 37:31 1 3 33.3 2 8 25 1 2 50 1 7 8 1 3 1 3 1 9
8 გიორგი ვახანია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 იოსებ ბიბილური 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 სტევან მილოშევიჩი * 29:08 6 10 60 0 0 0 0 1 0 4 8 12 2 1 3 0 1 12
12 მილოშ პესიჩი 16:30 1 3 33.3 0 2 0 4 4 100 0 4 4 1 2 2 0 0 6
13 მიხეილ ჭოჭუა * 27:04 5 9 55.6 0 1 0 2 2 100 1 4 5 1 4 1 1 0 12
15 ზვიად ანთაძე 05:28 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 2 0 0 0 0
20 გიორგი ორმოცაძე 09:57 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 1 0 0 0 0
35 გიორგი თვალაბეიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
1 3 4 0 0 0 2 0 0
25 45 55.56 3 15 20.00 11 16 68.75 10 35 45 17 20 18 7 2 70
 
სოხუმი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ნიკა მეტრეველი * 20:24 3 10 30 0 0 0 0 2 0 2 3 5 0 4 2 1 0 6
5 პეტერ ივანიჩი * 26:48 1 2 50 0 2 0 1 2 50 0 0 0 3 4 4 1 1 3
6 შოთა გოლეთიანი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 ირაკლი ჩლაიძე * 29:46 3 5 60 3 7 42.9 5 7 71.4 3 1 4 3 4 3 0 1 20
8 გელა კოპალიანი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 გრიგოლ შვანგირაძე 15:30 0 2 0 0 5 0 1 2 50 0 2 2 1 0 0 0 0 1
13 რატი ბააკაშვილი 13:20 0 0 0 1 3 33.3 0 0 0 0 2 2 2 1 0 1 0 3
14 ვახტანგ ქადარია * 22:06 3 7 42.9 0 2 0 0 0 0 2 3 5 0 3 1 0 0 6
21 სიმონს ჯერომე 32:14 5 9 55.6 1 3 33.3 0 0 0 3 8 11 0 4 1 1 0 13
22 დავით დეკანოიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
33 ბექა ბექაური 05:00 1 1 100 0 0 0 0 1 0 0 1 1 0 0 0 0 0 2
55 ჯოშუა ჯეკსონი * 34:52 0 5 0 2 6 33.3 3 4 75 1 3 4 5 0 2 1 1 9
1 1 2 0 0 0 0 0 0
16 41 39.02 7 28 25.00 10 18 55.56 12 24 36 14 20 13 5 3 63
 

 

მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი

კომისარი: მერაბ რატიშვილი


http://www.superleague.ge-ის სტატისტიკა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.198072