ფეხბურთი

18:00 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიმატა

 

თბილისის “დინამო” აღებულ კურსს აგრძელებს და კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიმატა.

“დინამოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, კლუბში 19 წლის თავდამსხმელი დავით ჯიქია ჩაირიცხა. აქამდე, ის თბილისის “ლოკომოტივში” გამოდიოდა. ჯიქია საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა, ხოლო ამჟამად 19-წლამდელთა წევრია.

ახალ კლუბში ახალგაზრდა შემტევი 26-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116225