კალათბურთი

18:46 | 30.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” იოსებ ლეჟავას და გიორგი ორმოცაძეს კონტრაქტი გაუგრძელა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა ჩემპიონმა, ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა, ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელმა, ფინალისტმა და თასების მფლობელთა თასის ფინალისტმა თბილისის “დინამომ”, პერსპექტიულ კალათბურთელებს, უკანახაზელ იოსებ ლეჟავას (31.05.91, 184სმ, 79კგ) და გიორგი ორმოცაძეს (24.01.93, 193სმ, 190კგ), გუნდთან არსებული კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუგრძელა. ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ლეჟავას და ორმოცაძის გარდა, “დინამომ” კონტრაქტი ამერიკელ მძიმე ფორვარდ ქიენ კარტერსაც გაუგრძელა, დამატებით კი, გიორგი გამყრელიძე, ბესიკ ლეჟავა, მიხეილ ჭაჭუა და ზვიად ანთაძე აიყვანა.

ლეჟავასა და ორმოცაძეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში აქვთ ნათამაშები.

0.132196