ფეხბურთი

18:50 | 4.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” მეორე შეკრებაზე მიემგზავრება

 

დინამოელები ხვალ დილით თურქეთში გაემგზავრებიან და მეორე ანთალიური შეკრებაც დაიწყება, რომელიც 15 თებერვლამდე გასტანს. შეკრებაზე 22 ფეხბურთელი გაემგზავრება: თორნიკე ზარქუა, ლევან ტყეშელაშვილი, ჯაბა დვალი, გიორგი გველესიანი, გივი კვარაცხელია, გიორგი შაშიაშვილი, გიორგი სეთურიძე, ჯაბა ჯიღაური, ლევან ხმალაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ნიკა დიასამიძე, დავით ხოჭოლავა, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი პაპავა, გიორგი მერებაშვილი, ლაშა შინდაგორიძე, ემანუელ მენდი, პატრიკ მილხრაუმი, დარკო გლიშიჩი, ჩისკო, კარლეს კოტო და მიკელ ალვარო. 
“ვორსკლასთან” სპარინგში მიღებული ტრავმის გამო, მეორე შეკრებას გამოტოვებს ოთარ ხიზანეიშვილი. გიორგი ლორია და ირაკლი ძარია “დინამოს”, საქართველო-ალბანეთის ამხანაგური მატჩის შემდეგ 7 თებერვალს თურქეთში შეუერთდებიან. ანთალიაში დინამოელები პრესტიჟულ სასტუმრო Mარდან Pალაცე–ში იცხოვრებენ. სეზონის დასკვნითი ეტაპის დაწყებამდე ჩვენი გუნდი ოთხ სპარინგ მატჩს გამართავენ.
7 თებერვალი / “დინამო” – “ამკარი” (რუსეთი)
9 თებერვალი / “დინამო” – “პოლონია” (პოლონეთი)
11 თებერვალი / “დინამო” – “ტირასპოლი” (მოლდოვეთი)
13 თებერვალი / “დინამო” – “ზორია” (უკრაინა)
 
fcdinamo.ge
 
0.125554