თბილისის “დინამომ” შინ ბოლო დროს ათამაშებულ “ზესტაფონს” ოთარ მარცვალაძის გოლით მოუგო და ჩემპიონობის ბედი ფაქტობრივად, გადაწყვიტა. ახლა ძნელი წარმოსადგენია დინამოელებს ვინმე დაეწიოს. აქამდე მარგველებს ზედიზედ 7 მატჩი მოეგოთ და თუ თბილისშიც გაიმარჯვებდნენ, პირველობისთვის ბრძოლას ინტრიგას შეუნარჩუნებდნენ. 11 ქულა კი უკვე ის სხვაობაა, რომლის ანაზღაურებაც პრაქტიკულად შეუძლებელია. რუსეთიდან ახლადდაბრუნებულმა მარცვალაძემ კი ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა.
“ჩიხურას” კრიზისი გრძელდება. საჩხერელებმა ზედიზედ მეხუთედ წააგეს და თუ ასე გაგრძელდა, მესამე ადგილიც სანატრელი გაუხდებათ. ცხრილს დავუკვირდეთ, დაკარგული ქულებით მესამეზე უკვე “სიონია.” მართალია ბოლნისელებს გამოტოვებული მატჩი ჯერ მოსაგები აქვთ, მაგრამ მაინც.
Qქვედა ექვსეულში კიდევ უფრო ნათელი გახდა ვინ იბრძოლებს უმაღლეს ლიგაში დასარჩენად – “სპარტაკი,” “ზუგდიდი” და “მერანი.” დანარჩენმა სამეულმა თანაბარი ქულები მოაგროვა და მეტ-ნაკლებად შეუძლია მშვიდად ყოფნა.
ზედიზედ მეორედ წააგო “დილამ,” ამჯერად “ვიტ ჯორჯიასთან.” გორელების ახალი მთავარი მწვრთნელის, გია გიგატაძის დებიუტი უიღბლო გამოდგა. “ტორპედომ” ბოლო დროს მოფერიანებული “ზუგდიდი” დაამარცხა, ხოლო უშუალო კონკურენთთა ჯახი, “მერანსა” და “სპარტაკს” შორის, მცხეთაში უგოლოდ დამთავრდა. ეს ფრე არცერთს აწყობდა.
ტურის ერთი მატჩი გადაიდო. “გურია”-“სიონი” 8 აპრილს გაიმართება. მიზეზი გასაგებია: ლანჩხუთური კლუბის პრეზიდენტ კობა მირზაშვილს 22 წლის ვაჟი გარდაეცვალა.
მეტალურგი (რუსთავი) – ჩიხურა (საჩხერე) 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 დავით საჯაია (50), 2:0 მერაბ გიგაური (88)
დინამო (თბილისი) – ზესტაფონი 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ოთარ მარცვალძე (73)
1 | დინამო (თბ) | 24 | 17 | 3 | 4 | 55:17 | 54 |
2 | ზესტაფონი | 24 | 13 | 4 | 7 | 32:16 | 43 |
3 | ჩიხურა | 24 | 11 | 5 | 8 | 41:37 | 38 |
4 | სიონი | 23 | 10 | 6 | 7 | 29:24 | 36 |
5 | მეტალურგი | 24 | 10 | 6 | 8 | 28:27 | 36 |
6 | გურია | 23 | 11 | 0 | 12 | 25:32 | 33 |
25-ე ტური. 3 აპრილი. ხუთშაბათი: სიონი – მეტალურგი, 4 აპრილი. პარასკევი: ჩიხურა – დინამო, 5 აპრილი. შაბათი: ზესტაფონი - გურია
მერანი (მარტვილი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:0
ზუგდიდი – ტორპედო (ქუთაისი) 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 მამუკა ღონღაძე (53)
დილა (გორი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:2 (1:1)
გოლები: 0:1 შოთა დავლაშელიძე (5), 1:1 გიორგი ბერიაშვილი (22), 1:2 ნიკა სიჭინავა (64)
1 | დილა | 24 | 8 | 8 | 8 | 30:26 | 32 |
2 | ვიტ ჯორჯია | 24 | 9 | 5 | 10 | 31:32 | 32 |
3 | ტორპედო | 24 | 9 | 5 | 10 | 25:32 | 32 |
4 | სპარტაკი | 24 | 7 | 3 | 14 | 21:32 | 24 |
5 | ზუგდიდი | 24 | 6 | 5 | 13 | 14:32 | 23 |
6 | მერანი | 24 | 5 | 4 | 15 | 18:42 | 19 |
25-ე ტური. 4 აპრილი. პარასკევი: ტორპედო – დილა, ვიტ ჯორჯია – მერანი, სპარტაკი - ზუგდიდი
მეგოლეები:
14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)
8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
7 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)
6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;