პირველი ტურის ცენტრალურ მატჩში ფავორიტმა მოიგო, თუმცა ძალიან გაუჭირდა: მართალია, "დინამო" უპირატესობას ფლობდა და მეტი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ 93-ე წუთამდე ტაბლოზე 1:1 ენთო. გაამართლა შეცვლაზე ბოლოს შესულმა დავით ხოჭოლავამ, რომელმაც ბრძოლაში მოიპოვა ბურთი, ჩისკოს შეაყოლა საჯარიმოში და ესპანელმაც ცაციით შორეულ კუთხეში გაუტანა როინ კვასხვაძეს - 2:1.
ამ გოლის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ ჩისკომ საუკეთესო თამაში ჩაატარა, მაგრამ მეორეს მხრივ, თავის პოზიციაზე არ უთამაშია: დროის უმეტეს ნაწილს მარჯვენა ფლანგზე ატარებდა. საქმე ისაა, რომ დუშან უჰრინმა პატრიკ ვუოც ძირითადში დააყენა და ჯაბა დვალთან ერთად გაამწესა ფორვარდად.
...სანამ თამაშზე გადავიდოდეთ, ინგლისიდან ჩამოსულ სტუმარზე ვთქვათ: პორტუგალიელი დანიელ სოუზა ლონდონის "ტოტენჰემის" სკაუტინგის უფროსია და "დინამო" დაზვერა. შეხვედრას წინ უძღოდა სახელმწიფო ჰიმნი ჩემპიონატის გახსნასთან დაკავშირებით და ასევე, წუთიერი დუმილი 5 წლის წინათ აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ვაჟკაცების ხსოვნისადმი.
"ზესტაფონს" აკლდნენ იგორ იელიჩი (ტრავმა) და ავთო ენდელაძე (მაღალი ტემპერატურა), დინამოელთა მწვრთნელმა კი დისკვალიფიცირებული უსტარიცი ვერ ათამაშა და მის ნაცვლად გიორგი გველესიანი დადგა დაცვის ცენტრში. მარჯვენა მცველის პოზიციაზე დავით ხურცილავა გამოჩნდა, გიორგი სეთურიძე კი სათადარიგო გახლდათ.
პირველი ხიფათი "ზესტაფონმა" შექმნა, როცა ვახტანგ ჭანტურიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან
"ზესტაფონი" კონტრშეტევებზე გადასვლას ახერხებდა, თუმცა იშვიათად. თავის მხრივ, "დინამოც" ვერ იყო აქტიური - უპირატესობის მიუხედავად, შეტევაში დუნედ თამაშობდა.
მეორე ტაიმი სანახაობრივად უკეთესი გამოდგა, "ზესტაფონის" პირველივე შეტევა კი გოლით დასრულდა: ჭანტურიშვილმა ჩააწოდა, გველესიანმა ბურთი ვერ გამოიტანა და ქობალიამ ახლოდან ზუსტად დაარტყა - 1:1.
დადგა როინ კვასხვაძის ჯერი, რომელმაც ზედიზედ აიღო გრიგალაშვილისა და მერებაშვილის დარტყმულები, ცოტა ხანში კი ხურცილავას გარღვევის შემდეგ, ვუომ ვერ ივარგა დასწრებაზე.
თუმცა, 67-ე წუთზე "ზესტაფონს" ოდნავ რომ გამართლებოდა... გიორგი ადამიამ შორიდან ძელს მოარტყა ბურთი. სტუმრები შედარებით უკეთ გამოიყურებოდნენ, ვიდრე პირველ ტაიმში. თუმცა, ბოლო 15 წუთში ისევ გამოიკვეთა დინამოელთა უპირატესობა. სხვათა შორის, აქტიურად შემოვიდა რუმინელი დორინ გოგა - მერებაშვილის კარგი გარღვევისა და პასის შემდეგ ოდნავ ააცილა, მოგვიანებით კიდევ უმტყუნა სიზუსტემ. ასევე, დვალს შეეძლო გატანა და კვასხვაძემ რთული მოიგერია.
ბოლოს კი იყო ხოჭოლავას კარგი თამაში და ჩისკოს საგოლე დარტყმა. "ზესტაფონს", იმის ფონზე, რომ გუნდმა გვიან დაიწყო მზადება, ცუდი მატჩი არ ჩაუტარებია. აი, ცუდი რაც მოხდა, მეორე ტაიმის მსვლელობისას ბუბა ტყავაძის ძმის გინება გაისმა - ის "ზესტაფონის" ერთ-ერთ წარმომადგენელს ხმამაღლა აგინებდა. მცირე გაწევ-გამოწევაც იყო, თუმცა მალევე დასრულდა.
მატჩის შემდეგ:
რატკო დოსტანიჩი: "სანახაობრივად კარგი თამაში გამოვიდა. "დინამო" კარგი, ორგანიზებული გუნდია და პირველი ტაიმის ბოლოს ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. მეორე ნახევარში თამაში გამოვასწორეთ, მომენტებიც გვქონდა. მართალია, "დინამოსაც" ჰქონდა შანსები, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვჩივით. დინამოელებს ევროპის ლიგაზე წარმატებებს ვუსურვებ".
დუშან უჰრინი: "ჩვენთვის იოლი არ იყო ევროტურნირებიდან გადმორთვა. ორი შეცდომა დავუშვით და აქედან ერთი მეტოქემ გოლად აქცია. საერთოდ, თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ. ხშირ შემთხვევაში მეტოქე 10 კაცით იყო დაცვაში და ცდილობდა, კონტრშეტევაზე დავეჭირეთ. ზოგჯერ ეს გამოსდიოდათ".
"დინამო" (
11 აგვისტო. 18:00. თბილისი. "დინამო არენა".
დინამო: ლორია, ხურცილავა (გლიშიჩი 89), კვარაცხელია, გველესიანი, კვირკველია, ხმალაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, მერებაშვილი, ჩისკო, ვუო (გოგა 62), დვალი (ხოჭოლავა 87).
მწვრთნელი: დუშან უჰრინი.
ზესტაფონი: კვასხვაძე, ტერზიჩი, კაჭკაჭიშვილი, თედო გრიგალაშვილი, კანდელაკი, რენე ფერეირა (გაგოშიძე 80), შარიქაძე, სამუშია (სარდალიშვილი 60), ადამია, ჭანტურიშვილი (კიკნაველიძე 84), ქობალია.
მწვრთნელი: რატკო დოსტანიჩი.
გოლები: 1:0 მერებაშვილი (27), 1:1 ქობალია (47), 2:1 ჩისკო (90+3).
გაფრთხილება: გველესიანი (27), ქობალია (65), გაგოშიძე (84).
I ტური
ზუგდიდი – ჩიხურა (საჩხერე) 1:3 (0:1)
გოლები: 0:1 ლაშა ჭელიძე (12), 1:1 ირაკლი ეხვაია (51), 1:2 დიმიტრი ტატანაშვილი (78), 1:3 რატი წინამძღვრიშვილი (90)
სიონი (ბოლნისი) – დილა (გორი) 1:2 (1:1)
გოლები: 1:0 ლაშა თოთაძე (11), 1:1, 1:2 გრიგოლ დოლიძე (39, 77)
1 | ვიტ ჯორჯია | 1 | 1 | 0 | 0 | 3:0 | 3 |
2 | ჩიხურა | 1 | 1 | 0 | 0 | 3:1 | 3 |
3 | დინამო (თბ) | 1 | 1 | 0 | 0 | 2:1 | 3 |
4 | დილა |
1 | 1 | 0 | 0 | 2:1 | 3 |
5 | მერანი | 1 | 1 | 0 | 0 | 2:1 | 3 |
6 | მეტალურგი | 1 | 0 | 1 | 0 | 1:1 | 1 |
7 | ტორპედო | 1 | 0 | 1 | 0 | 1:1 | 1 |
8 | ზესტაფონი | 1 | 0 | 0 | 1 | 1:2 | 0 |
9 | სიონი | 1 | 0 | 0 | 1 | 1:2 | 0 |
10 | სპარტაკი |
1 | 0 | 0 | 1 | 1:2 | 0 |
11 | ზუგდიდი | 1 | 0 | 0 | 1 | 1:3 | 0 |
12 | გურია | 1 | 0 | 0 | 1 | 0:3 | 0 |