ფეხბურთი

12:55 | 13.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო”-“აქტობეს” ბილეთები უკვე გაყიდვაშია

ჩეხი მწვრთნელის მიხალ ბილეკის ხელმძღვანელობით, თბილისის “დინამომ” ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” მორიგი წვრთნა გამართა.

დინამოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გასულ ვარჯიშში ყველა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.ს

შეგახსენებთ, რომ დინამოელები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის “აქტობესთან” სათამაშოდ ემზადებიან.

მომავალი დაპირისპირების პირველი მატჩი “დინამო არენაზე” 16 ივლისს გახლავთ დაგეგმილი და 21:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მატჩზე დასასწრები ბილეთების ელექტრონული ვერსიის შეძენა უკვე შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობით www.biletebi.ge-ზე, 14 ივლისიდან კი ბილეთები “დინამო არენას” სალაროებში გაიყიდება.

ბილეთის ფასია – 3, 5 და 10 ლარი. VIP BOX – ბილეთებისთვის მიმართეთ “დინამო არენას” სალაროებს. ისიც ვთქვათ, რომ გაყიდვაშია ყველა ბილეთი, გარდა პირველი იარუსის – 4, 5, 6, 7, 8, 10, 17 და 18 სექტორებისა.

0.120378