მომავალ სეზონში გორის “დილას” უჩა სოსიაშვილი გაწვრთნის. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “დილას” პრესსამსახური იუწყება.
განვლილი სეზონი 24 წლის სოსიაშვილმა “სამტრედიას” თავკაცად დაიწყო, ხოლო ბოლოს თბილისის “დინამო 2”-ში მუშაობდა. ამჟამად, ის მალტაზეა მწვრთნელთა შეკრებაზე. სოსიაშვილი გორელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გიგატაძეს შეცვლის. ეს უკანასკნელი “დილაში” სეზონის მეორე ნახევარში მივიდა, როდესაც გუნდი რამაზ სოღოლაშვილმა დატოვა.