ფეხბურთი

15:16 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" ამბები: კვახაძე არც დანიაში იქნება, მოდებაძის თამაში საეჭვოა

"გაზოვიკის" მწვრთნელი: "თომაშვილს ველოდებით"


რუსეთის პირველლიგელი ორენბურგის "გაზოვიკის" მწვრთნელმა რობერტ ევდოკიმოვმა განაცხადა, რომ კვირას ორი ფეხბურთელის ჩამოსვლას ელის და ერთ-ერთი მათგანი გორის დილას" მცველი გულვერდ თომაშვილია.

"ცენტრალური მცველის პოზიციაზე რამდენიმე ვარიანტს განვიხილავდით და თომაშვილზე შევჩერდით. ის ახალგაზრდაა, მოთხოვნებს აკმაყოფილებს და საქართველოს ნაკრების კანდიდატიცაა" - თქვა ევდოკიმოვმა.

როგორც იცით, თომაშვილმა "დილა"-"ოლბორგის" (3:0) მატჩში შეუცვლელად ითამაშა.

"მსოფლიო სპორტი" "დილას" მწვრთნელ გიორგი დევდარიანს დაუკავშირდა:

- თომაშვილზე წერს "გაზოვიკის" მწვრთნელი, რომ კვირას მათ გუნდს უნდა შეუერთდეს.

- თომაშვილი ჩვენთან ერთადაა და დანიაშიც მოდის. უცხოეთში წასვლა სურს, თუმცა რომელ გუნდში, არ ვიცი.

- დანიაში ასე ადრე რატომ მიდიხართ? აკლიმატიზაციის ფაქტორია?

- დიახ. 12 საათი გვიწევს გზა და ბუნებრივია, აღდგენაც დაგვჭირდება. კარგად უნდა მოვემზადოთ. მე პირველი მატჩის დასრულებისთანავე ვთქვი, რომ შემდეგ ეტაპზე გასულები ჯერ არ ვართ. დანიაში იოლი მატჩი რომ არ გვექნება, ამას თქმა არ უნდა.

- დანაკლისი ხომ არ არის გუნდში?

- კვახაძე ვერც დანიაში ითამაშებს, რადგან ტრავმა აქვს. ასევე ვერ ვარჯიშობს მოდებაძეც და მისი დანიაში თამაში საეჭვოა. დამატებით კი, როგორც იცით, ვერავის დავიმატებთ. II ეტაპისთვის განაცხადი რომ შევსებულია.              


0.115607