ფეხბურთი

1:36 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ“ ოლბორგში ივარჯიშა

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ევროპის ლიგის განმეორებითი შეხვედრის ჩასატარებლად, გორის “დილა“ დანიურ ოლბორგში თბილისი-სტამბული-კოპენჰაგენის გავლით 22 ივლისს საღამოს ჩაფრინდა.

გუნდი ოლბორგის მახლობლად მდებარე სასტუმრო “Comwell Rebild Bakker”-ში დაბინავდა, სადაც საშინაო მატჩების დროს, მოსამზადებელ შეკრებას დანიის ეროვნული ნაკრები გადის, რადგან იდეალური პირობებია.

23 ივლისს “დილამ“ პირველი ვარჯიში გამართა “ოლბორგის” საწვრთნელ ბაზაზე, რომელიც მასპინძლებმა გორელ ფეხბურთელებს სავარჯიშოდ დაუთმეს.

 ყველა მოთამაშე მწყობრშია და სრული დატვირთვით ემზადება. გამონაკლისი ირაკლი მოდებაძეა, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს, თუმცა. იმედია მატჩამდე მზადყოფნაში იქნება.

მიუხედავად პირველ შეხვედრაში დიდი ანგარიშით გამარჯვებისა, ყველა საკმაოდ დაძაბული მატჩის მოლოდინშია და სრული სერიოზულობით ემზადება მომავალი დაპირისპირებისთვის.

დღეს, გორელები ცენტრალურ სტადიონზე ივარჯიშებენ, მომავალი მატჩი კი 25 ივლისს თბილისის დროით 22:15 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტექსტური ტრანსლაციის ნახვლა გულშემატკივარს “დილას” ვებ-გვერდის მეშვეობით შეეძლება.

“დილას“ პრესსამსახური

0.116133