ფეხბურთი

0:18 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დილა” მესამე ეტაპზეა

გორის “დილამ” საშინაო სამბურთიანი გამარჯვების შემდეგ, დანიაში “ოლგორგთან” უგოლო ყაიმი დააფიქსირა და უეფა-ს ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გააღწია, სადაცე მეტოქედ ხორვატული “ჰაიდუკი” ეყოლება. სპლიტელებმა გზიდან მაკედონიური “ტურნოვო” ჩამოიცილეს და ახლა, 1 აგვისტოს გორელებს შინ მიიღებენ, 8-ში კი თბილისში განმეორებითი შეხვედრა ელით.

უეფა-ს ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი. განმეორებითი მატჩი. Aალბორგ სტადიონ (ოლბორგი), დანია

“ოლბორგი” (დანია) – “დილა” (საქართველო) 0:0

“ოლბორგი”: ლარსენი, ლ.ნილსენი, ტელანდერი, პედერსენი (კრისტენსენი, 46), ვურცი (კაპ.) (ტოფტი, 78), ვიხმანი, კუსკი, ტომსონი, ტომსენი, კურტი, ფრედერიკსენი (დუე, 63), დალსგაარდი.

მწვრთნელი: კენტ ნილსენი.

“დილა”: რევიშვილი (კაპ.), თომაშვილი, ხიზანეიშვილი, გურული, ღონღაძე, კობახიძე, ბოლქვაძე (ალექსიძე, 82), აბურჯანია (დოლიძე, 50), გვალია, გორელიშვილი (გორელიშვილი, 53), ილურიძე.

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.

მსაჯი: რობერტ მალეკი (პოლონეთი).

გაფრთხილება: რევიშვილი (16), გურული (78), ალადაშვილი (89).

0.11418