ფეხბურთი

10:44 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიეგოს „სანტოსში“ ელიან

„ატლეტიკოს“ ცენტრალურ ნახევარმცველ დიეგოს, რომელსაც მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ უმთავრდება, „სანტოსი“ ეპატიჟება. ბრაზილიელები მზად არიან, ფეხბურთელს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზონ.

ესპანური გამოცემების ცნობით, „სანტოსის“ წარმომადგენელი უკვე თავად დიეგოსაც შეხვდა, მაგრამ მოლაპარაკების დეტალებზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს.

„ატლეტიკომ“ დიეგო იანვარში შეიძინა „ვოლფსბურგისგან“, 1,5 მილიონ ევროდ. მიმდინარე სეზონში 29 წლის ჰავბეკმა 12 თამაში ჩაატარა და თავი თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.115611