ფეხბურთი

19:54 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო ლოპესის აგენტმა “მილანი” და “ნაპოლი” უარყო

მადრიდის “რეალის” კარის დარაჯის, დიეგო ლოპესის აგენტი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მისი კლიენტი მოლაპარაკებებს “მილანთან” და “ნაპოლისთან” აწარმოებს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ლოპესს მასზე არსებულ ზეწოლასთან გამკლავება უჭირს, რის გამოც, ის კლუბის გამოცვლას არ გამორიცხავს.

“დიეგო ძლიერი პიროვნებაა. ის თავის საქმეზეა ორიენტირებული. არც “მილანის” და არც “ნაპოლის” წარმომადგენლებთან არ მისაუბრია.

ვფიქრობ, ლოპესი “რეალში” მომდევნო სეზონშიც ითამაშებს.” – ციტირებს ფეხბურთელის აგენტის, მანუელ გარსია კილონის სიტყვებს Calcio Mercato.

0.112598