მადრიდის “რეალის” კარის დარაჯმა, დიეგო ლოპესმა, შესაძლოა, კარიერა იტალიურ “ნაპოლიში” განაგრძოს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
კატალონიური გამოცემის ცნობით, ნეაპოლელებს 32 წლის მეკარე პეპე რეინას შესაცვლელად ჭირდება, რომელიც ზაფხულში “ლივერპულში” დაბრუნდება. ივარაუდება, რომ ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 10 მილიონი ევრო იქნება.
ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც ლოპესი “რეალიდან” წასვლის წინააღმდეგი არ იქნება, ფეხბურთელზე არსებული ზეწოლა სახელდება. როგორც იცით, მან ძირითადი შემადგენლობიდან მადრიდელთა ლეგენდა იკერ კასილიასი ამოაგდო, რასაც არაერთი გულშემატკივრის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.