მადრიდის “ატლეტიკოს” მეგოლე დიეგო კოსტა მიღწეულით არ კმაყოფილდება და უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში სურს. ამის შესახებ ბრაზილიური წარმოშობის ესპანელმა “მილანთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩის (4:1) შემდეგ განაცხადა.
“მილანთან” მატჩი იოლი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი სამუშაო შევასრულეთ. მიღწეულით ვტკბებით, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებთ. ყველა მეტოქე ძლიერია, მაგრამ თავიანთი სუსტი წერტილები აქვთ. იმედია, ფინალში გავალთ. გვესმის, რომ ჩემპიონთა ლიგაში “ატლეტიკოზე” ძლიერი კლუბებიც არიან, მაგრამ მაინც.
ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით ვხარობთ, მაგრამ არც პრიმერა დივიზიონს ვივიწყებთ”, - განაცხადა კოსტამ.