ფეხბურთი

13:02 | 23.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოსტა და თურანი გუნდთან ერთად ვარჯიშობენ

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი დიეგო კოსტა და ნახევარმცველი არდა თურანი, როგორც ჩანს, მადრიდის “რეალთან” გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში მონაწილეობის მიღებას მოახერხებენ.

ორივე ფეხბურთელი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის დასკვნით მატჩში დაშავდა. შეგახსენებთ, 17 მაისს “ატლეტიკო” “ბარსელონას” ფრედ 1:1 ეთამაშა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სამედიცინო გამოკვლევამ ცხადყო, რომ 27 წლის თურქი ნახევარმცველის დაზიანება მსუბუქი ხასიათისა იყო, ხოლო 25 წლის ბრაზილიელ ფორვარდთან დაკავშირებით, რომელმაც ცოტა ხნის წინ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო, პესიმისტური პრიგნოზი კეთდებოდა.

ვარაუდობდნენ, რომ დიეგო კოსტას ფინალის გამოტოვება მოუწევდა, თუმცა, AS-ის ინფორმაციით, გუშინდელ ვარჯიშში ორივე ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ძირითად შემადგენლობასთან ერთად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ვარჯიშობდა. ამრიგად, დიდი ალბათობით, დიეგო კოსტა და თურანი 24 მაისს ლისაბონში “რეალის” წინააღმდეგ ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.104121