ფეხბურთი

11:45 | 11.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო “ატლეტიკოში” დაბრუნებაზე ფიქრობს

 

შესაძლოა, გერმანული “ვოლფსბურგის” ნახევარმცველი დიეგო მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნდეს. Bild-თან საუბარში, გერმანელმა დაადასტურა, რომ ესპანურ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

“ჩემპიონთა ლიგაში თამაში მინდა და ვეცდები, ზაფხულში ისეთ კლუბში მოვხვდე, სადაც ამის საშუალება მექნება. “ატლეტიკოში” დაბრუნებას არ გამოვრიცხავ. მადრიდული კლუბის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ევროპაში ვრჩები”, - განაცხადა დიეგომ.

შეგახსენებთ, რომ 2011-2012 წლების სეზონში, დიეგო “ატლეტიკოში” იჯარის წესით თამაშობდა და ამ კლუბთან ერთად ევროპის ლიგაც მოიგო. მიმდინარე სეზონში, ბრაზილიელმა “ვოლფსბურგის” შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102283