ფეხბურთი

2:19 | 1.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო “ატლეტიკოში” დაბრუნდა

“ვოლფსბურგის” ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი დიეგო “ატლეტიკოში” დაბრუნდა. ის მადრიდულ გუნდში კვლავ არენდის წესით ითამაშებს.

მადრიდულმა გუნდმა დიეგოს არენდა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მცირე ხნით ადრე დაადასტურა. ცნობილია, რომ 28 წლის ფეხბურთელი ესპანეთის დედაქალაქში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

დიეგო “ვოლფსბურგიდან” “ატლეტიკოში” განათხოვრებული 2011-12 წლების სეზონშიც იყო. მაშინ, მადრიდული გუნდის მაისურით მან 43 თამაში ჩაატარა და 6 გოლის გარდა, თავი 10 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111753