ფეხბურთი

17:51 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამი: “პატივისცემა და სიფრთხილე”

 საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ფიფას ოფიციალური ვებგვერდთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინასთან პლეი ოფში მის გუნდს მეტოქის პატივისცემა და სიფრთხილე მართებს.

“ნათელია, რომ პორტუგალიასთან, ხორვატიასთან ან საბერძნეთთან თამაში უფრო რთული იქნებოდა, რადგან მათ მეტი საერთაშორისო გამოცდილება აქვთ და უფრო ბევრი მსოფლიო დონის მოთამაშეები ჰყავთ. უკრაინა კი, გუნდური თამაშითაა ძლიერი.

ჩვენთვის დადებითი მომენტია, რომ საპასუხო მატჩს სახლში ვთამაშობთ. თავდაჯერებისთვის ყველა საბაბი გვაქვს, მაგრამ მეტოქესაც უნდა ვუფრთხოდეთ. არ უნდა ვიფიქროთ, რომ შემდეგ ეტაპზე მოსახვედრად მხოლოდ მოედანზე გასვლაა საკმარისი.

ასეთ მატჩებში ან ყველაფერს იღებ ან არაფერს. ამასთანავე, თამაშებს შორის ხანმოკლე შესვენებაა. ჩვენ ხანგრძლივი მოგზაურობა გველის. უკრაინაში სიცივე იქნება და ამიტომ, აუცილებელია კარგად მოვემზადოთ. შევეცდები, მეტოქეზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვიძიო.

ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინა განთესილებს შორის იყო და ჩვენზე მაღალი რეიტინგი აქვს. ევრო-2012-ის შემდეგ, ეს გუნდი საუცხოო ფორმაშია. პატივისცემა და სიფრთხილე – ასეთი ამ დაპირისპირების სათაური”, - განაცხადა დეშამმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112273