ათენის “პანათინაიკოსის” გამთამაშებელი დიმიტრის დიამანტიდისი შედეგიანი პასების მიხედვით, ევროლიგის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.
მოსკოვის ცსკა-სთან მეოთხედფინალური სერიის მე-2 შეხვედრაში 33 წლის დიამანტიდისმა 5 პასი გააკეთა და შედეგიანი გადაცემების ჯამური რაოდენობა 978-მდე აიყვანა.
დიმიტრისმა მისივე თანამემამულე ტეოდოროს პაპალუკასის მიღწევა ერთით გააუმჯობესა. ცნობისთვის, ამ უკანასკნელს კარიერა უკვე დასრულებული აქვს.