“უდინეზეს” 35 წლის თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ ერთ-ერთ იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ მზადაა, იტალიის ჩემპიონატში წინა ოთხი სეზონის მსგავსად, ისევ 20-ზე მეტი გოლი გაიტანოს. ფეხბურთელი არ მალავს, რომ ჯერ კიდევ აქვს იტალიის ნაკრებში დაბრუნების და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გამოსვლის იმედი.
“ბოლო ოთხ სეზონში სტაბილურად, 20-ზე მეტი გოლი გამქონდა და მინდა მომავალი სეზონიც შედეგიანი იყოს. ფიზიკურად თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ. ეს გუნდის ბოლო საწვრთნელ შეკრებაზეც კარგად გამოჩნდა”, – უთხრა დი ნატალემ ჟურნალისტს.