ფეხბურთი

20:40 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია: “მადრიდში ბედნიერი ვარ”

მადრიდის “რეალის” არგენტინელი შემტევი ანხელ დი მარია აცხადებს, რომ მას ესპანეთის დედაქალაქში დარჩენა აქვს გადაწყვეტილი.

ბოლო დროს, ევროპული პრესა 25 წლის არგენტინელის სახელს “ტოტენჰემს” უკავშირებს. დი მარია გარეთ ბეილის ტრანფერის შემადგენელ ნაწილად განიხილება, მაგრამ თავად ფეხბურთელს მოვლენების ამგვარი განვითარება არ იზიდავს.

“რეალთან” კონტრაქტი კიდევ 3 წლით მაკავშირებს. ვრჩები, რადგან მადრიდში ბედნიერი ვარ. მინდა, ახალ სეზონს საუკეთესო ფორმაში შევხვდე და გუნდს დავეხმარო.” – აცხადებს ანხელ დი მარია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120669