ფეხბურთი

10:35 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დი კანიო უმუშევარია

იტალიელი სპეციალისტი პაოლო დი კანიო ინგლისური “სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციას “შავი კატების” ოფიციალური საიტი ადასტურებს.

“სანდერლენდს” დროებით კევინ ბოლი გაწვრთნის. ინგლისელები დი კანიოს ღირსეულ შემცვლელს აქტიურად ეძებენ.

აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 5 მატჩში, “სანდერლენდმა” 4 შეხვედრა დათმო და ერთი ფრედ დაასრულა. ჯერჯერობით, დი კანიოს აწ უკვე ყოფილი კლუბი სატურნირო ცხრილში უკანასკნელ პოზიციაზეა.

 

0.115671