ფეხბურთი

20:17 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დი კანიო ფეხბურთელებთან კონფლიქტს უარყოფს

“სანდერლენდის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი პაოლო დი კანიო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ის, ინგლისური გუნდიდან, ფეხბურთელებთან კონფლიქტის გამო გაათავისუფლეს.

ცოტა ხნის წინათ, “სანდერლენდის” კაპიტანმა, ჯონ ო’შიმ დაადასტურა, რომ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა, კლუბის ხელმძღვანელობას, დი კანიოს თაობაზე შესჩივლა, რასაც იტალიელის გათავისუფლება მოჰყვა.

“მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩემი გათავისუფლების შემდეგ, არაერთმა ფეხბურთელმა მომწერა და გაწეული სამუშაოსთვის და პროგრესში დახმარებისთვის მადლობა გადამიხადა.” – ავრცელებს დი კანიოს სიტყვებს BBC.

0.116834