ფეხბურთი

16:23 | 27.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დი კანიო: “ფეხბურთელებს ჩემი არ ეშინიათ”

“სანდერლენდის” მთავარმა მწვრთნელმა პაოლო დი კანიომ კატეგორიულად უარყო რამდენიმე ინგლისური ტაბლოიდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მის კლუბში არაჯანსაღი ატმოსფეროა, რადგან მწვრთნელი ფეხბურთელებზე ზეწოლას ახდენს.

“ეს სიცრუეა. ფეხბურთელებს ჩემი ნამდვილად არ ეშინიათ. ისინი პირნათლად ასრულებენ ჩემს დავალებას. შეიძლება მწვრთნელი არ უყვართ, მაგრამ არც უნდა უყვარდეთ. მთავარია, ჩემი სჯეროდეთ, საქმე პატიოსნად აკეთონ და ყველაფერი კარგად იქნება”, – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.


0.114292