ფეხბურთი

5:31 | 20.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დღის გმირი – „სუონსი“

ევროპის ლიგის 2013–2014 წლების სეზონის პირველი სენსაცია „მესტალიაზე“ დაფიქსირდა, სადაც მასპინძელ „ვალენსიას“ „სუონსიმ“ 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. ინგლისის პრემიერლიგაში მოასპარეზე უელსურმა კლუბმა ღირსეული მატჩი ჩაატარა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.

ანგარიში მე–14 წუთზე გაიხსნა – მიჩუს პასის შემდეგ, „ვიტესის“ ყოფილმა ფორვარდმა ვილფრიდ ბონიმ მარცხენა ფეხით ძლიერად დაჰკრა და უელსელები დააწინაურა. მე–2 ტაიმში, თავაც მიჩუმ გამოიჩინა თავი –  ალეხანდრო პოსუელოს გადაცემის შემდეგ, ესპანელი ძალზე ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა და შანსი ხელიდან არ გაუშვია.

საბოლოო შედეგი ჯონათან დე გუზმანმა დააფიქსირა – 0:3.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ჰოლანდიაშიც, სადაც პსვ ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ დამარცხდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრებმა რომან ბეზიაკისა და ვირგილ მისიდიანის გოლებით 2–ბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს და ხელიდაც აღარც გაუშვიათ – 0:2.

დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვა ფლორენციის „ფიორენტინამ“, რომლის მეტოქეც პორტუგალიური „ფერეირა“ გახლდათ. ჯუზეპე როსის კუთხურის შემდეგ, გონსალო როდრიგესმა ზუსტი თავურით „იები“ წინ გაიყვანა, მოგვიანებით კი, მასპინძელთა უპირატესობა რიდერმა გაზარდა. 76–ე წუთზე, მატი ფერნანდესისა და ალბერტო აკვილანის კომბინაცია თავად როსიმ დააგვირგვინა გოლით და ტაბლოზე საბოლოო შედეგი – 3:0 დაფიქსირდა.

საინტერესო დაპირისპირება იყო მოსალოდნელი ანდალუსიის მხარეში, სადაც ადგილობრივი „ბეტისი“ ფრანგულ „ლიონს“ დაუხვდა. მატჩმა გულშემატკივართა იმედები მთლად ვერ გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ თავის გამოჩენის შანსი ორივე მხარეს ჰქონდა, გუნდები უგოლოდ გაიყარნენ – 0:0.

ლადო დვალიშვილის „ლეგია“ რომის „ლაციოსთან“ დამარცხდა. იტალიელებს ვარშაველებთან 3 ქულის ასაღებად გოლიც ეყოთ – ბალდე კეიტას ჩაწოდებულ ბურთს ბრაზილიელმა ერნანესმა დაჰკრა თავი და რომაელებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. დვალიშვილი მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგო იყო და „ლაციოსთან“ თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია.

ლონდონის „ტოტენჰემმა“ დიდი ანგარიშით სძლია „ტრომსოს“. პირველი ტაიმის 8–წუთიან მონაკვეთში, ინგლისელმა ფორვარდმა ჯერმეინ დეფომ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს საქმე მნიშვნელვონად შეუმსუბუქა, მეტოქეს კი, გაურთულა. ნორვეგიელებს ინგლისელებთან თამაში ძალიან გაუჭირდათ და ვერაფერი გააწყვეს. „ტოტენჰემი“ 2 გოლს არ დაკმაყოფილდა და მესამედაც დალაშქრა სტუმართა კარი – ახალწვეულმა კრისტიან ერიქსენმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაჰკრა და ტაბლოზე 3:0 „ააციმციმა“.

 

ევროპის ლიგის ახალი სეზონის პირველ დღეს ასეთი შედეგები დაფიქსირდა:

ვალენსია – სუონსი 0:3

სტ.გალენი – ყუბანი 2:0

დინამო (ზაგრები) – ჩერნომორეცი 1:2

პსვ – ლუდოგორეცი 0:2

ზალცბურგი – ელფსბორგი 4:0

სტანდარდი – ესბერგი 1:2

ვარეგემი – უიგანი 0:0

მარიბორი – რუბინი 2:5

ფიორენტინა – პაკოში 3:0

პანდური – დნიპრო 0:1

აინტრახტი – ბორდო 3:0

მაკაბი – აპოელ–ი 0:0

დინამო (კიევი) – გენკი 0:1

თუნი – რაპიდი 1:0

ფრაიბურგი – სლოვანი 2:2

ესტორილი – სევილია 1:2

ბეტისი – ლიონი 0:0

გიმარაეში – რიეკა 4:0

აპოლონი – ტრაბზონსფორი 1:2

ლაციო – ლეგია 1:0

შერიფი – ანჟი 0:0

ტოტენჰემი – ტრომსო 3:0

პაოკ–ი – შახტიორი (ყარაგანდი) 2:1

მაკაბი – ალკმაარი 0:1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116647