სხვა

5:53 | 1.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

დღეს თურქეთი - საქართველოა!

წყალბურთელთა უმნიშვნელოვანესი მატჩი პირველი არხის პირდაპირ ეთერში


 

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები 1 მარტს სტამბულში ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრას გამართავს თურქეთის ეროვნულ გუნდთან.

ქართველმა წყალბურთელებმა თბილისში 15 თებერვალს ჩატარებულ პლეი ოფის პირველ მატჩში მეტოქე 4-ბურთიანი სხვაობით – 8:4 დაამარცხეს და ახლა, ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება და მინიმიმ 3 ბურთით მარცხიც კი აძლევთ ხელს.

წარმატების შემთხვევაში, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები არსებობის მანძილზე პირველად გავა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ევროპის ჩემპიონატი 14-27 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება 12 საუკეთესო ნაკრების მონაწილეობით. ფინალურ ეტაპზე უკვე გასულები არიან – უნგრეთი, სერბეთი, მონტენეგრო, იტალია, გერმანია და საბერძნეთი.

საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელი შეკრება სერბეთში გაიარა და ადგილობრივ გუნდებთან რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გუნდი მთავარ მწვრთნელ – ვლადიმერ ისელიძესთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად თურქეთში ჩაფრინდა და მზადებას სტამბულში განაგრძობს.

თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 1 მარტს 18:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათი) სტამბულში თურქეთის წყალბურთის ფედერაციის საცურაო აუზზე ჩატარდება, რომელიც უბან ბაკირკოიში მდებარეობს.

სტამბულში იმყოფებიან საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი – დავით რურუა და ფედერაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე დასასწრებად საქართველოდან 28 თებერვალს გაემგზავრნენ ქართული სპორტის ქომაგები, რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად. გულშემატკივრებთან ერთად, სტამბულში გასამართ შეხვედრას დაესწრება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი.

თურქეთისა და საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებების დაპირისპირება 1 მარტს 20:00 საათზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემაგენლობა:

1. ზურა ჭუმბურიძე

2. გიორგი ხვედელიანი

3. დამირ სრეფულია

4. მარკო ელეზი

5. გალაქტიონ ლაითაძე

6. მარკო ელაჩა

7. რევაზ ჩომახიძე

8. მიშა ბაღათურია

9. ზუკა რურუა

10. კოტე გეგელაშვილი

11. ტატო ნიკოლეიშვილი

12. მარინო ფრანიჩევიჩი

13. ბექა კაპანაძე

მწვრთნელები: ვლადიმერ ისელიძე და იოვან პოპოვიჩი

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.117459