ფეხბურთი

16:50 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

დღეებს ვითვლი, სანამ ბრაზილია მსოფლიოს უმასპინძლებს

ინტერვიუ ყოფილ ფეხბურთელთან, რონალდო ლუიშ ნაზარო დე ლიმასთან, იმასთან დაკავშირებით, რომ 4 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატამდე რჩება 100 დღე.

მსოფლიოს ჩემპიონი 1994 და 2002 წლებში

- საუკეთესო ბომბარდირი

დარჩა მხოლოდ 100 დღე. ძნელი დასაჯერებელია, რომ ასე ახლოსაა უკვე. თითქოს, გუშინ ერგო ბრაზილიას ფიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი. მახსოვს, რა ვიგრძენი, როცა გავაცნობიერე, რომ ჩემი ქვეყანა მთელს პლანეტაზე ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენის ორგანიზატორი გახდებოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საფეხბურთო მოედანზე აღარ გამოვდივარ, ზუსტად იგივენაირად ვღელავ, როგორც მაშინ, თამაშის წინ.  ბოლოს და ბოლოს, მსოფლიო ჩემპიონატი ხომ გადამწყვეტი „ფინალი“ იქნება ბრაზილიისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაიმყაროს საერთაშორისო პოზიციები! ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენკენაა მომართული, ამიტომ, გვაქვს შანსი,ვაჩვენოთ ყველას, თუ რა არის განსაკუთრებული ბრაზილიასა და ბრაზილიელ ხალხში.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2016 წლის ოლიმპიადის ჩატარებით, ბრაზილიას შეუძლია დაუმტკიცოს მსოფლიოს არა მხოლოდ ის, რომ ამ ქვეყანაში ძალიან უყვართ სპორტი, არამედ ისიც, რომ ეს ეკონომიკურად ძლიერი, ბიოტექნოლოგიებში წამყვანი, ხორცის, მადნეულისა და სოიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანაა. ძალიან მალე, ათასობით უცხოელი ტურისტი და ჟურნალისტი მოადგება ჩვენს აეროპორტებს, რომელთაც ერთი სული აქვთ, როდის აღმოაჩენენ ნამდვილ ბრაზილიას. 

ჩვენ, ამავე დროს, დიდი სოციალური კონტრასტების ქვეყანა ვართ, თუმცა, ამ პრობლემის გამოსასწორებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. განსხვავებული, მაგრამ შეკრული საზოგადოება ვართ. ბრაზილია ნიჭიერი, მებრძოლი, კრეატიული და გამომგონებელი ხალხის ქვეყანაა, რაც ძალიან კარგად ჩანს ნეიმარის ჯადოსნურ, თავბრუდამხვევ დრიბლინგში, მაესტრო ტომჟობიმის მუსიკაში და მიგელ ნიკოლელისის მეცნიერულ მიღწევებში, რომელმაც ეგზოსკილეტზე დაკვირვებით, პარალიზებულ ადამიანებს იმედი გაუჩინა, რომ ერთ დღეს ისევ შეძლებენ სიარულს. 

ჩვენი  ქვეყანა ისეთი მრავალფეროვანია და ისეთი ლამაზი ბუნება აქვს, მისი შემხედვარე ადამანს სუნთქვა გიჩერდება.  ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოვა, წინასწარ უნდა მოემზადოს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის. აქედან ძვირფასი მოგონებების გარეშე არავინ მიდის: ჩრდილო-აღმოსავლეთის სანაპიროები, მდინარე ამაზონის უკიდეგანობა,რიო დეჟანეიროს ზღვისა და მთის საოცარი შერწყმა, რომელიც ნახატს ჰგავს. ჩვენ მხიარული ერი ვართ და ღია გულით ველოდებით ყველას ჩემპიონატზე. მაგრამ, მანამდე, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ ჯერ კიდევ.

როგორც ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის ადმინისტრაციული საბჭოს წევრი, ძალიან ახლოდან ვადევნებ თვალყურს, და მოწმე ვარ, თუ რა თავდადებით არის ყველა ჩართული  ამ ღონისძიების მოწყობაში. თორმეტივე მასპინძელ ქალაქში ვნახე, თუ როგორ ცდილობს ათასობით ადამიანი, ჩემპიონატი შეუდარებელი გამოვიდეს.

მომზადების პროცესში ძალიან მკაცრი გამოცდების ჩაბარება მოგვიწია. გასულ წელს, კონფედერაციის თასის საუკეთესო გათამაშებას ვუმასპინძლეთ. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არაა. ასე ფიქრობს გულშემატკივარიც, ჟურნალისტებიც და ფიფას პრეზიდენტი, იოზეფ ბლატერიც. 

ჩემპიონატამდე 6 თვით ადრე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა: ბაიაში, კოსტადუსაუიპიზე, კენჭისყრის ცერემონიალი გაიმართა. მას შემდეგ, რაც მასპინძელი ქალაქების სახელებიც გაირკვა, პლანეტის 32-მა საუკეთესო ნაკრებმა, ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის, ფიფას და ფედერალური მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, მათი სამოქმედო გეგმები განიხილეს.  

ეს აზრთა გაცვლა და გაზიარება ორგანიზატორებსა და ნაკრებებს შორის მუდმივი პროცესია და შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი გასულ თვეს, ნაკრები გუნდების ვორკშოპზე, კოშტადისანტიონოზე, ფლორიანოპოლისში შედგა. მათ დეტალურად განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა უსაფრთხოება, ტრანსპორტი და გუნდების სამედიცინო მომსახურება.

ახლა კი მოსამზადებელი სამუშაოების ბოლო ეტაპი დაიწყო. წლის დასაწყისშივე ორი ახალი სტადიონი გავხსენით: „დუნასარენა“ ქალაქ ნატალიში და „ბეირარიო“ პორტოალეგრეში. ძალიან ლამაზი სტადიონებია, სხვა სტადიონების -„არენა ამაზონას“-ის, „არენა პანტანალ“-ის, „არენა დაბაიშადა“-ს და „არენა კორინთიანსი“-ს მსგავსად. 

სანამ მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, ეს სტადიონები სატესტო ღინისძიებებს გაივლიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საორგანიზაციო საკითხებში მონაწილე ადამიანებმა მათ საქმიანობაში შესწორებები შეიტანონ.

ძალიან ცოტა დარჩა ამ უდიდეს მოვლენამდე, სადაც პლანეტის საუკეთესო მოთამაშეები შეხვდებიან ერთმანეთს. მესი, კრისტიანო რონალდო, ინიესტა, ნეიმარი... ერთი სული მაქვს! ყველას გელოდებით ბრაზილიაში. მსოფლიო ჩემპიონატზე შევხვდებით.

თეგებირონალდო
0.063242