„ვესტ ჰემ იუნაიტედმა“, რომელსაც პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა აღებული, ტურის სენსაცია შემოგვთავაზა და 1999 წლის შემდეგ „უაით ჰართ ლეინზე“ პირველად იმარჯვა. სემ ელერდაისის გუნდი პირველია, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში „ტოტენჰემი“ მისსავე მოედანზე დაამარცხა. წაგებაცაა და წაგებაც - „ტოტენჰემმა“ მეტოქეს 3 გოლის გატანის საშუალება მისცა, თავად კი, „დეზებს“ ერთხელაც არ გაუტანიათ.
მოგებათა ხუთმატჩიანი სერია „ვესტ ბრომვიჩთან“ გასვლით მატჩში შეწყვიტა „არსენალმა“, რომელმაც ქულებთან ერთად, ერთპიროვნული ლიდერობაც დაკარგა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა იაკობის გოლით მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ ერთადერთი ბურთი ცოტა ხნის წინათ სიგარეტით ხელში გამოჭერილმა უილშირმა გაიტანა. სტუმართა გოლი ეფექტური გამოვიდა. მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს, ჟირუმ საჯარიმოს წინა ხაზთან მყოფ როსიცკის უპასა, ამ უკანასკნელმა, ბურთი უილშირს დაუგდო და ლონდონელთა მე-10 ნომერმა, დაახლოებით 20 მეტრიდან ერთი შეხებით დარტყმით, გუნდს ქულა მოუტანა.
2007 წლის აგვისტოს შემდეგ, პრემიერლიგის გასვლითი მატჩი პირველად მოიგო ჟოზე მოურინიომ, რომლის „ჩელსიც“ სტუმრად ქულების კვლავ დაკარგვასთან ახლოს იყო. „ნორვიჩთან“ გამართულ შეხვედრაში, “არისტოკარატებმა“ ანგარიში მე-4 წუთზე გახსნეს, მაგრამ ლონდონელთა გულშემატკივრებს ბოლო წუთებამდე ნერვიულობა მაინც მოუხდათ. ამის მიზეზი 68-ე წუთზე პილკინგტსონის მიერ გატანილი გამათანაბრებელი გოლია. „ჩელსიმ“ კვლავ წინ გასვლა ძირითადი დროის ამოწურვამდე 5 წუთით ადრე მოახერხა. ოსკარის კარგი გადაცემითა და ჯერ მცველის, ხოლო შემდეგ მეკარის შეცდომით აზარმა იხეირა. ერთ წუთში, ლონდონელთა ბრაზილიელმა შემტევმა, ვილიანმა, მოჭრილი დარტყმით, ლამაზი გოლი გაიტანა და პრემიერლიგაში თავისი ანგარიში გახსნა.
ზედიზედ მე-3 თამაშის მოგებით მე-4 ადგილზე გადაინაცვლა „საუთჰემპტონმა“, რომელსაც 7 მატჩში ყველაზე ცოტა, 2 გოლი აქვს გაშვებული. გასულ სეზონში, „წმინდანებს“, ამ ეტაპზე, 10-ჯერ მეტი ბურთი ჰქონდათ მიღებული. მაურისიო პოჩეტინოს გუნდის მორიგი მსხვერპლი „სუონსი“ გამოდგა, რომელიც უქულოდ ზედიზედ მე-2 მატჩში დარჩა.
ნორვიჩი-ჩელსი 1:3 (0:1)
ნორვიჩი, “ქეროუ როუდი” 26840
ნორვიჩი (4-3-3): რუდი, მარტინი, ტურნერი, ბასონგი, ოლსონი, ჰოუსონი, ტეტეი, ფერი, სნოდგრასი (რედმონდი 81), ვან ვოლფსვინკელი (ჰუპერი 73), პილკინგტონი.
მწვრთნელი: კრის ჰიუტონი.
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ივანოვიჩი, ლუიზი, ტერი, კოული (აზარი 75), ლემპარდი, რამირესი, ოსკარი, მატა (ვილიანი 81), შიურლე, ბა (ეტოო 73).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
გოლები: 0:1 ოსკარი (4), 1:1 პილკინგტონი (68), 1:2 აზარი (85), 1:3 ვილიანი (86).
გაფრთხილებები: ტეტეი 69 - ოსკარი 62.
მსაჯი: ნილ სუორბრიკი.
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 14 (3)-22 (8), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 1-2, სეივი: 5-2, ჯარიმა: 12-9.
საუთჰემპტონი-სუონსი 2:0 (1:0)
საუთჰემპტონი, “სენტ მერი” 28570
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი, კლაინი, ფონტე, ლოვრენი, ფოქსი, ვანიამა, შნეიდერლინი, ლალანა, ოსვალდო (უარდ-პროუზი 58), დევისი (დო პრადო 89), ლამბერტსი (როდრიგესი 68).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო.
სუონსი (4-2-3-1): ვორმი, რანგელი, ჩიკო, ამატი, დევისი, კანასი, შელვი, დაიერი, მიჩუ, რუტლეჯი (პოსუელო 67), ვილფრიდი.
მწვრთნელი: მიკაელ ლაუდრუპი.
გოლები: 1:0 ლალანა (19), 2:0 როდრიგესი (83).
გაფრთხილებები: ფონტე 54, ლოვრენი 54, ვანიამა 81 - კანასი 49.
მსაჯი: მაიკლ დინი.
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 12 (4)-17 (7), კუთხური: 7-4, თამაშგარე: 5-1, სეივი: 7-2, ჯარიმა: 13-8.
ტოტენჰემი-ვესტ ჰემი 0:3 (0:0)
ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი” 35977
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, უოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი, ნოუტონი (ჰოლტბი 81), პაულინიო, დემბელე, ტოუნსენდი, ერიკსენი (სოლდადო 74), სიგურდსონი (ლამელა 62), დეფო.
მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში.
ვესტ ჰემი (4-2-3-1): იასკელაინენი, დემელი, ტომკინსი, რეიდი, რატი, ნობლე (ო’ბრაიანი 90), მორისონი, დიამე (კოლინზი 80), ნოლანი, დაუნინგი, ვაზ ტე (კოული 86).
მწვრთნელი: სემ ელერდაისი.
გოლები: 0:1 რეიდი (67), 0:2 ვაზ ტე (73), 0:3 მორისონი (80).
მსაჯი: ლი პრობერტი.
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 14 (4)-15 (5), კუთხური: 6-7, თამაშგარე: 3-3, სეივი: 2-4, ჯარიმა: 5-9.
ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 1:1 (1:0)
ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუთორნსი” 24839
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): მაიჰილი, ჯონსი, მაკოლი, ოლსონი, რიდუელი, იაკობი, მულუმბუ, ამალფიტანო (ბრუნტი 89), სესენიონი (მორისონი 78), ბერაინო, ანელკა (ლონგი 69).
მწვრთნელი: სტივ კლარკი.
არსენალი (4-2-3-1): შეზნი, ჯენკინსონი, მერტეზაკერი, კოსილნი, გიბსი, ფლამინი, არტეტა, რემზი (როსიკი 59), იოზილი, უილშირი, ჟირუ (ბენდტნერი 86).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
გოლები: 1:0 იაკობი (42), 1:1 უილშირი (63).
გაფრთხილებები: ოლსონი 54 - ფლამინი 23, უილშირი 45+2.
მსაჯი: ლი მეისონი.
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 12 (4)-14 (5), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 4-2, სეივი: 4-3, ჯარიმა: 6-11.
1. | არსენალი | 7 | 5 | 1 | 1 | 14:8 | 16 |
2. | ლივერპული | 7 | 5 | 1 | 1 | 11:5 | 16 |
3. | ჩელსი | 7 | 4 | 2 | 1 | 10:4 | 14 |
4. | საუთჰემპტონი | 7 | 4 | 2 | 1 | 7:2 | 14 |
5. | სიტი | 7 | 4 | 1 | 2 | 17:8 | 13 |
6. | ტოტენჰემი | 7 | 4 | 1 | 2 | 6:5 | 13 |
7. | ევერტონი | 7 | 3 | 3 | 1 | 10:9 | 12 |
8. | ჰალი | 7 | 3 | 2 | 2 | 6:7 | 11 |
9. | მანჩესტერი | 7 | 3 | 1 | 3 | 10:9 | 10 |
10. | ასტონ ვილა | 7 | 3 | 1 | 3 | 9:8 | 10 |
11. | ნიუკასლი | 7 | 3 | 1 | 3 | 9:12 | 10 |
12. | ვესტ ბრომვიჩი | 7 | 2 | 3 | 2 | 7:6 | 9 |
13. | ვესტ ჰემი | 7 | 2 | 2 | 3 | 7:5 | 8 |
14. | კარდიფი | 7 | 2 | 2 | 3 | 7:9 | 8 |
15. | სუონსი | 7 | 2 | 1 | 4 | 8:11 | 7 |
16. | სტოკი | 7 | 2 | 1 | 4 | 4:7 | 7 |
17. | ფულემი | 7 | 2 | 1 | 4 | 5:9 | 7 |
18. | ნორვიჩი | 7 | 2 | 1 | 4 | 5:9 | 7 |
19. | კრ. პალასი | 7 | 1 | 0 | 6 | 5:13 | 3 |
20. | სანდერლენდი | 7 | 0 | 1 | 6 | 5:16 | 1 |
ბომბარდირები
სტარიჯი („ლივერპული“) – 6; რემი („ნიუკასლი“) – 5; აგუერი („სიტი“), ბენტეკე („ასტონ ვილა“), ჟირუ („არსენალი“), ლუკაკუ („ევერტონი“), რემზი („არსენალი“), ტურე („სიტი“) – 4.
შემდეგი ტური
19 ოქტომბერი
ნიუკასლი-ლივერპული; არსენალი-ნორვიჩი; ჩელსი-კარდიფი; ევერტონი-ჰალი; მანჩესტერი-საუთჰემტონი; სტოკი-ვესტ ბრომვიჩი; სუონსი-სანდერლენდი; ვესტ ჰემი-სიტი.
20 ოქტომბერი
ასტონ ვილა-ტოტენჰემი.
21 ოქტომბერი
კრისტალ პალასი-ფულემი.