“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ მის გუნდს მეტი შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს, თორემ, შესაძლოა, საჩემპიონო რბოლას გამოეთიშოს.
ორი ტურის წინ, პრემიერლიგის ლიდერის ლონდონის “არსენალის” დამარცხების შემდეგ, თითქოს მანჩესტერელები სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილს მიუახლოვდნენ. თუმცა, კვირას “კარდიფთან” ფრედ (2:2) დამთავრებული შეხვედრის მერე, ისინი პირველადგილოსანს 7 ქულით ჩამორჩებიან.
“იმედგაცრუებული ვარ, რადგან განვლილი მატჩი უნდა მოგვეგო. ბოლო პერიოდში არცთუ ცუდად გამოვდივართ და ეს ჩვენთვის დარტყმაა, რადგან საქმე როდესაც ჩემპიონობისთვის ბრძოლას ეხება, ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს. როგორც “საუთჰემპტონთან” შეხვედრის დროს, თამაშს ვაკონტროლებდით და გოლი სტანდარტული სიტუაციიდან გავუშვით. ეს ძალიან ძვირად დაგვიჯდა. ჩვენ კონცენტრაცია დავკარგეთ. სისულელე ჩავიდინეთ, როდესაც მეტოქეს “ჯარიმა” ვაჩუქეთ. ვიცი, რომ უკეთესად თამაში შეგვიძლია და უნდა მოგვეგო” – იუწყება მოიესის სიტყვებს გამოცემა Daily Mirror –ი