ფეხბურთი

13:15 | 29.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ მოიესი: “ახლანდელ “მანჩესტერთან” ფერგიუსონსაც კი გაუჭირდებოდა”

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა, The Telegraph-თან იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებიც მას ახალ გუნდში მისვლის შემდეგ შეექმნა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრები მხარს ისევე გვიჭერენ, როგორც უკანასკნელი წლების განმავლობაში. მათ კარგად ესმით, რომ კლუბში ცვლილებები ხდება. გუნდში უბრალოდ მწვრთნელი კი არ შეიცვალა, არამედ სპეციალისტი, რომელმაც აქ 25 წელიწადი გაატარა და მსგავსი ცვლილება იოლად ვერ მოხდებოდა. ყველას კარგად ესმის, რომ ჩვენ გადაზრდილი შემადგენლობა გვყავს და ვინც არ უნდა ყოფილიყო გუნდის მთავარი მწვრთნელი, ეს სეზონი მაინც რთული აღმოჩნდებოდა. ალექს ფერგიუსონსაც კი გაუჭირდებოდა, კიდევ ერთი წლით რომ დარჩენილიყო” - განაცხადა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.

31 მატჩის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედს” 51 ქულა აქვს, მე-7-ე ადგილზეა და 12 ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის ზონას.

0.118501