დანიური “ორჰუსის” ქართველმა შემტევმა დავით დევდარიანმა საზარდულის ტრავმა მიიღო და სამი კვირა გაუცდება. “ორჰუსი” პორტუგალიაში გადიოდა შეკრებას და დევდარიანი იქაურ “ფარენსესთან” შეხვედრაში დაშავდა.
“დავითს ტკივილი ჰქონდა. პორტუგალიაში მკურნალობდა და ახლა, დანიაში გააგრძელებს. თავიდან ეჭვი მქონდა, რომ ტრავმა უფრო სერიოზული იქნებოდა, თუმცა საბედნიეროდ, ასე არ აღმოჩნდა” – თქვა “ორჰუსის” ექიმმა.