ფეხბურთი

14:58 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დევდარიანი და “დილა” გაიყარნენ

 

გიორგი დევდარიანმა გორის “დილას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ეს ამბავი “მსოფლიო სპორტს” გორულ საფეხბურთო კლუბში დაუდასტურეს.

ბოლო კვირის განმავლობაში, კულუარებში დევდარიანის წასვლის შესახებ საუბარი აქტიურად მიმდინარეობდა დასაბოლოოდ ხსენებული ინფორმაცია გამართლდა.

დევდარიანი “დილაში” გასულ ზაფხულში მივიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპის ლიგაზე ორი ეტაპი გადალახა და პლეი ოფამდე მიაღწია, სადაც ვენის “რაპიდს” ვერ აჯობა.

ხუთშაბათს, “დილა” საგურამოში ივარჯიშებს და დევდარიანის შემცვლელსაც გუნდს ადგილზე წარუდგენენ.

0.122584