ფეხბურთი

19:02 | 13.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეულოფეუ 2017 წლამდე გაახანგრძლივებს

“ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავი ჟერარ დეულოფეუ კლუბთან კონტრაქტს 2017 წლამდე გააფორმებს. ამ ინფორმაციას კატალონიელთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

დეულოფეუს, რომელიც “ბარსა ბ”-ში თამაშობს, კლუბთან კონტრაქტი 2014 წლის ზაფხუალმდე აკავშირებს. ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ხელშეკრულება კიდევ 3 წლით გაგრძელდება. საბუთებზე ხელმოწერების დასმა ოთხშაბათს მოხდება. ახალი კონტრაქტის თანახმად, 19 წლის დეულოფეუს გამოსასყიდი თანხა 35 მილიონი ევრო იქნება.

ჟერარ დეულოფეუ, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, მომდევნო სეზონიდან, სავარაუდოდ, “ბარსელონას” პირველ გუნდში ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113833