ფეხბურთი

9:21 | 20.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეულოფეუ 2 თვე იუქმებს

კატალონიის “ბარსელონადან” “ევერტონში” იჯარით მოთამაშე ჟერარ დეულოფეუს ლაზარეთში 2 თვის გატარება მოუწევს. Reuters-ის ცნობით, ახალგაზრდა ესპანელის ტრავმა იმაზე გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ექიმები ელოდნენ.

მერსისაიდელთა შემტევმა მუხლქვეშა მყესის ტრავმა “ფულემთან” ინგლისის პრემიერლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში მიიღო. ექიმთა თავდაპირველი პროგნოზით, ესპანელს მხოლოდ 4 კვირა უნდა გამოეტოვებინა.

მას შემდეგ, რაც დეულოფეუს სამედიცინო შემოწმება ბარსელონაში ჩაუტარდა, გამოჯანმრთელების ვადები გაორმაგდა – ესპანელი ვარჯიშს 8 კვირაში დაიწყებს.

 

0.131879