“რომას” საუკეთესო ბომბარდირმა, მატია დესტრომ, შესაძლოა, სერია A-ს მომდევნო რამდენიმე მატჩი გამოტოვოს. ამის მიზეზი “კალიარის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მის მიერ ჩადენილი არასპორტული საქციელია.
კალიარიში გამართული მატჩის 34-ე წუთზე, დესტრომ მასპინძელთა მცველს, დავიდე ასტორის სახეში დაარტყა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმა მკერდში მიიღო. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, დავიდე მასამ ასტორის ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო დესტრო დაუსჯელი დატოვა.
Forzaroma-ს ცნობით, სპეციალურმა კომისიამ ინცინდენტის შესწავლა უკვე დაიწყო. ყველაფერი დავიდე მასაზეა დამოკიდებული – თუ ის იტყვის, რომ დესტროს დარტყმა დაინახა, მაგრამ ის განზრახ ქმედებად არ შეაფასა, 23 წლის იტალიელი თავდამსხმელი სასჯელს გადაურჩება. წინაღმდეგ შემთხვევაში, მას რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის.